Blog Archives

მე და წიგნები

vectorgirl213წიგნის ჭია არასოდეს ვყოფილვარ. არა, განა ზარმაცი ვარ, უბრალოდ რამდენიმე მიზეზია, რის გამოც ძალიან მეზარება წიგნი ხელში ავიღო და ინტერესით ვიკითხო:

1. ყურადღების გამახვილების პრობლემა მაქვს. თუ წიგნი ძალიან საინტერესოდ არ დაიწყო, საერთოდ ვერ ვუდებ გულს.

2. არ შემიძლია კითხვა, როცა ირგვლივ სიწყნარე არ არის.

3. სულ მეძინება, ამიტომ ერთ საათზე მეტს ჩემი თვალები ვერ უძლებენ და თვითნებურად იხუჭებან.

4. სხვა გასართობებს უფრო მეტი დრო მიაქვს.

გაგკვირდებათ და არასოდეს დამიმალავს და არც  არასოდეს დავიჩემებ, რომ დოსტოევსკის, ჯოისის, თომას მანის და კიდევ ზოგიერთი “სავალდებულო” მწერლის შემოქმედება სულ ზეპირად ვიცი.

ამიტომ, ბოლო 10 წლის განმალობაში, ჩემს “სამკითხველო დარბაზს” საზოგადოებრივი ტრანსპორტი წარმოადგენს. ჩანთით დავატარებ ნებისმიერ წიგნს, ზოგჯერ ერთზე მეტს, ხასიათის მიხედვით. მოხერხებულად მოვკალათდები და შესაბამისი მუსიკის ფონზე ვკითხულობ. მუსიკა აუცილებელი პირობაა. კონცენტრაციაში მეხმარება, რომ ჩემი ძვირფასი ყურადღება ქუჩის ხმაურმა არ მიიპყროს.

ჰოდა, 1 თვის წინ, ჩემს საყვარელ sms.tsu.ge-ზე შეტყობინება მომივიდა, სტუდენტური კონკურსის შესახებ. წესები მარტივია. უნდა წაიკითხო წიგნი, რომელსაც დაგავალებენ და შემდეგ წერო ტესტი ამ წიგნის  შესახებ. ვერც წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჰუმანიტარებს შევეჯიბრებოდი მხატვრული ლიტერატურის კითხვაში. პირველკურსელი ჰუმანიტარები VS. მაგისრანტი მაღლიველი. რაც არის – არის. სანამ საკურსოს წერას დავიწყებდე, მშვენიერი გასართობი ვიშოვე. მთლად ბოლო ადგილზეც არ გავალ. Wish me luck 😉

ახალი გასართობი – ქინდლი

არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ბოლო დროს საკუთარი თავის განებივრების გარდა არაფერს ვაკეთებ. ხანდახან მგონია, რომ ახალ ნივთებზე დახამებული იდიოტივით ვიქცევი, მაგრამ ეს ერთგვარი კომპენსაციაა იმ ყველაფრისთვის, რასაც აქამდე ვიყავი მიჩვეული და ახლა უარის თქმა მიწევს. დიახ,  გატეხილი ძილისა და დაწყვეტილი ნერბევისათვის სათანადო ანაზღაურებაა საჭირო. ჰოდა, მე ისეთი კეთილი ვარ, საკუთარი თავისთვის არაფერს დავინანებ 🙂

ქინდლის შესახებ პირველად 3 წლის წინ გავიგე. ინგლისურში მქონდა დავალებად რამე საინტერესო ნივთის შესახებ პრეზენტაციის გაკეთება, ჰოდა, მე და ჩემმა მეგობარმა ქინდლი შევარჩიეთ. სიმართლე რომ ვთქვა, დიდად ვარგისიანი პრეზენტაცია ვერ გამოგვივიდა. ნახევარმა ჯგუფმა მაინც ვერ გაიგო, რა საჭირო იყო ქინდლი, როცა ისედაც უამრავი წიგნი არსებობობს. მეც კარგა ხანს არ ვღალატობდი ნაბეჭდ ფურცლებს, მაგრამ ვატყობ, რომ თვეში 30-40 ლარი ძალიან ბევრია 2-3 კინკილა წიგნისათვის. ბოლოს და ბოლოს, ეკონომისტი ვარ თუ ვინ? ჰოდა, “მასშტაბის ეკონომია” ვარჩიე და ქინდლი გამოვიწერე!

913695_567969993248046_1546299043_oაი, ასე გამოიყურება, როგორც ყველა სტანდარტული  Paperwhite, (რომლის ფოტოც შემთხვევით ათასჯერ ავტვირთე Facebook-ზე და ფრენდების  ნახევარმა სამუდამოდ დამბლოკა) თან ეს მშვენიერი ყდაც მოვაყოლე. მწვანე მინდოდა, მაგრამ რაც ვნახე, ყველა ძალიან უხარისხო ჩანდა. უკვე იმდენად მიყვარს, დაძინებაც აღარ მინდა, რომ  კითხვას არ მოვცდე. რაც მთავარია:

  •   აღარ მომიწევს 200 კილოიანი ჩანთის თრევა;
  •   აღარ მომიწევს ყველა უაზრი კონსპექტის ამობებეჭდვა;
  •   წიგნის ფესტივალისთვის გადანახული ფულით ახალ კაბას ვიყიდი;   ინლისურს გავიხსენებ/გავიუმჯობესებ;
  •    სამსახურში, თავისუფალ დროს აღარ მომიწევს ჩანთიდან ქსეროქსების ამოლაგება და ყველას დასანახად კითხვა;
  •   მშვენიერი გასართობიცაა.

ახლა კი, საქმეში ჩახედულებმა შეგიძლიათ რჩევები მომცეთ, საიდან გადმოვწერო ელექტრონული ბიბლიოთეკა უფასოდ. 🙂

“მომბეზრდა” VS “მენატრება”

დიდი დაკვირვების და ექსპერიმენტების გარეშე, უკვე კარგა ხანია მივხვდი, რომ ადამიანები მაზოხისტები ვართ. გვიზიდავს ყველაფერი, რაც ყველაზე მეტად გვიშლის ნერვებს, დაახლოებით ისე, მელას რომ თავისი მახრჩობელა უყვარს. რაღაც მომენტში მზად ვართ გავანადგუროთ და არმოფხვრათ ეს ნერვების მომშლელი სუბიექტი, მაგრამ თუ მათი ნაკლებობა ვიგრძენით, უკვე ვეღარ ვისვენებთ.

დაახლოებით ასევე არაადეკვატური რეაქცია გვაქვს როცა გადაჭარბებული დოზით ვღებულობთ იმ ყველაფერს, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გვიყვარს და გვეხალისება.

მეც ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ვარ ახლა ამას ამიტომ ვამბობ.

მომბეზრდა!

მომბეზრდა, რაც მთელი წელი ჩემთვის ყველაზე დიდ ოცნებას წარმოადგენდა: სახლში ჯდომა, დასვენება, ბევრი წყლის სმა, კომპიუტერთან გდება, ვარჯიში… მოკლედ ყოველგვარი უსაქმურობა.

მომბეზრდა Nightwish-ის კარაოკეები, მომბეზრდა ორივე კლავიატურა, რაც ჩემს სახლსი მოიპოვება (კომპის და პიანინოსი), მომბეზრდა ღამღამობით, მთვარეზე დაკვირვება, ანასთან და ბავშვებთან ერთად გარეთ ჯოკრის უდარდელად თამაში. სხვების ნერვების მოშლაც მომბეზრდა და ის მანანა არჩვაძის პაროდიაც ხომ საერთოდ ამოვიდა ყელში. :mrgreen:

ამოტომ ავდექი იმ დღეს და გადავწყვიტე რამე ახალი წიგნი წამეკითხა. სულაკაურის გამომცებლობის საიტზე 20 ლარის ფარგლებში რამდენიმე წიგნი შევარჩიე და “პარნასში” გავექანე. ვიტრინებში ჩემი სათვალიანი სახე რომ დავინახე, ამდენი წიგნის ფონზე, ღიმილი მომერია. ჩემი მეზობელი “ნიჭიერა” გამახსენდა. არადა 14 წლამდე მეც ვიყავი წიგნის ჭია, მაგრამ მერე ინტერნეტმა გადამიყოლა.

გულის სიღრმეში ინტერნეტიც მომბეზრდა, მაგრამ ამას ჯერ არ ვაღიარებ.

ამ დიდი განცხრომისა და ბედნიერების ფონზე უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მენატრება:

ვინ დაიჯერებს, რომ მე მართლა მენატრება მაღლივი? მენატრება “ეკონომიკის პრინციპების” აუარებელი ქსეროქსები და კონსპექტები. მენატრება  კოლოკვიუმზე დაძაბული ჯდომა, მენატრება 208-ე აუდიტორია. საერთოდ, ისინი ყველანი მენატრებიან. გუდ fუდიც მენატრება და ლექტორების პაროდიები.  საგნის შერჩენის შიშიც მენატრება. კონსპექტებში ცხვირის ჩარგვა და შუა ღამემდე მეცადინეობაც ტკბილად მახსენდება და მეორე დღეს ნახევრად მძინარე მდგომარეობაში  მარშუტკაში ჯდომა და მუსიკის მოსმენაც.

ერთადერთი ზამთრის სიცივე და ალბათობის თეორიის ლექციები არ მომენატრება არასდროს.

წავედი, ახლა კიდევ რაიმე ფილმი უნდა მოვიბეზრო. 🙂

%d bloggers like this: