Blog Archives

ომის კანონი

დენის ძალა წრედის უბანზე პირდაპირპროპორციულია ამ უბნის ბოლოებზე არსებული ძაბვისა და უკუპროპორციულია მისი წინაღობისა. I=U/R

ესეც ომის კანონი. არ ვიცი რამდენად სწორად დავწერე. პრონციპში ამის მეტი არც არაფერი მახსოვს ფიზიკიდან (ნიუტონის კანონების გარდა), დენთან და ელექტო მოწყობილობებთან ყოველთვის ‘ჰარმონიული’ ურთიერთობა მქონდა. მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო, სწორედ ამაზეა ნათქვამი.

რომელიღაც კომენტარში ვეკომაც კი ჩხირკედელა შემარქვა და ცოტა ხნის წინ კარგი საშუალებაც მომეცა ეს სახელი გამემართლებინა.

მოკლედ, გამოცდიდან მოვედი დაღლილი, ცოტა ხანს კომპთან დავისვენე, მერე კი სააბაზანოში წავედი, წყლის გადასავლებად. შუქის ანთება ვცადე, მაგრამ ნათურა ზრიალით გადაიწვა. მერე აღმოჩნდა რომ საძინებელშიც აღარ ინთებოდა შუქი, სამაგიეროდ ‘ლოჯში’ ტელევიზორი მაინც ჩართული იყო.

მივხვდი, რომ ისევ დამცველი გადაიწვა. სასწრაფოდ მივაკითხე იმ ადგილს, სადაც წლების წინ მრიცხველი ეყენა. 4 ‘პროპკიდან’ ერთ-ერთის დამცველი იყო გაფუჭებული და უნდა გამეგო რომლის. სათითაოდ შევამოწმე ყველა და დამნაშავესაც მივაგენი. რადგან სათადარიგო დამცველი ვერ ვიპოვნე, ისევ სპილებძის მავთულს მივმართე, დამცველი განვაახლე და ადგილზე დაბრუნება გადავწყვიტე. აი ამ დროს მოხდა ბახ! მთლიანი სახლის გათიშვა დამვიწყებია და თურმე ამდენ ხანს  220 ვოლტს ვეთამაშებოდი, ბოლოს სულ ოდნავ ხელი მიმედო და…

დენის დარტყმის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ჩემს ბიოგრაფიაში. გამემურა ხელი, მიმეწვა ფრჩხილი, რაც მთავარია შიში ვჭამე და 5 წუთი კედელზე აკრული ვიდექი.

ხოდა კიდევ, ჩემი ყველაზე რეიტინგული ხიფათების სია შეგიძლიათ ამ პოსტში ნახოთ 🙂

Advertisements

ასრულდა!

ღეს გავიღვიძე და მივხვდი რომ ეს ის დღე იყო, რომელსაც დიდხანს ველოდი. რა დღე?  დღე, როცა გამოცდები დამთავრებულია, შაბათია და დედაჩემს დანაპირების ასრულება მოუწევდა. გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ფოტოაპარატის ყიდვას მპირდებოდა. ჰოდა ეს დღეც დადგა.

დილით ჯერ კბილის ექიმთან უნდა მივსულიყავი, მაგრამ ჩემი ექიმი არ იყო ადგილზე და ამიტომ პირდაპირ “კიდობანში” წავედით. ახალ კიდობანში არ ვიყავი ნამყოფი, ამიჭრელდა თვალები იმდენი ფოტოაპარატების და ტელეფონების გარემოცვაში. მოფიქრებული მქონდა რომელიც უნდა მეყიდა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ის მოდელი  მე არ გამომადგებოდა. ჩამოვუშვი ცხვირი…აღარ მინდოდა არაფერი, მაგრამ მერე ერთ მაღაზიაში შევედი, დიდი არჩევვანი არ იყო, მაგრამ მაინც დავუწყე ვიტრინებს თვალერება და ერთ კამერას დავადგი თვალი. გამყიდველი იყო რაღაც სასწაული, ძაან სასაცილო ვიღაც, ისე მიხსნიდა ფოტოაპარატების ფუნქციებს და რეჟიმებს,  ნამდვილად სიცილს დავიწყებდი ხასიათზე რომ ვყოფილიყავი. მერე შესადარებლად 2 კამერა აიღო და გარეთ გამიყვანა, ერთი ფოტოაპარატით მე უნდა გადამეღო სურათები, მეორით – იმას და მერე უნდა შეგვედარებინა. წერეთლის ბაღში ხალხი გადავრიეთ, გიჟებივით დავდიოდით და სურათებს ვუღებდით გამვლელებს, ხეებს, სკამებს, ნაგვის ურნებს…  :)))) ბოლოს ამოვარჩიე ერთ-ერთი და ვიყიდე. დღეს უკვე მეორედ დავტენე, იმედია არაფერი მოუვა და არ გამიფუჭდება.

რა თქმა უნდა, ეს ამბავიც ხიფათით დავამთავრე, ‘კიდობნის’ გამოსასვლელთან ქუსლიანმა ფეხსაცმელმა მიმტყუნა და… :)))) ეგ არაფერი, მთავარია არაფერი მომიტეხავს 🙂 მაგრამ დიდი სასაცილო სანახაობა კი იყო.

ჩემი ხიფათები

ნათიამ დაწერა ამასწინათ თავისი ბავშვობის შესახებ ბლოგზე და რომ ვკითხულობდი ბევრი რამ გამახსენდა. ამ პოსტის დაწერა კი დღევანდელმა ინციდენტმა შთამაგონა, რომელიც ალბათ ფატალური შედეგით დაგვირგვინდებოდა ჩემი გაძლიერებული ყნოსვა რომ არა. ყოველთვის ძალიან ხიფათიანი ვიყავი, ხან გაზი მიფეთქდებოდა, ხან სადღაციდან ვვარდებოდი და რამეს ვიშავებდი… ჩემს მუხლებს ახლაც ეტყობათ ზოგიერთი შემთხვევების კვალი. უთო, ცხელი ტაფა და მასეთი რამეები,  სპეციალურად ჩემს საწამებლად არის გამოგონილი.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: