Blog Archives

google და Belle

ამ შუაღამისას რომ პოსტის წერა დავიწყე, ესეიგი რაღაც ‘ისეთი’ უნდა მომხადარიყო. ვზივარ და სიცილით ვიგუდები.

ახლა რა ხდება. წეღან katiee.ge-ზე  ვნახე ახალი პოსტი. არა, იმ პოსტზე კი არ ვიცინი. უბრალოდ იქ ეწერა, რომ გუგლმა ქართული ენაც ჩაამატა translate-ში, ხოდა ეგრევე შევვადრი, თან Belle-ს ფრანგული ტექსტიც შევაყოლე, წინასწარ დაკოპირებული. ხოდა აი როგორ გადამითარგმნა. მხოლოდ დასაწყისს დავწერ, დანარჩენს ვეღარ უძლებს ჩემი გული 😀 Read the rest of this entry

Belle-Notre Dame de Paris (Tutorial)

Notre Dame de Paris– ამ მიუზიკლის შესახებ დავპოსტე სადღაც ორი თვის წინ. ვინც მიცნობს იცის, რომ ძაან ვიცი ხოლმე რაღაცეების ამოჩემება და უკვე რამდენინე წელია, სასტიკად მაქვს ამოჩემებული  სიმღერა –Belle (Garou, Deniel Lavoie, Patrick Fiori) ამ მიუზიკლიდან.  რამდენიმე წელია უკვე რაც ამ სიმღერას ყოველდღე ვუსმენ და არ მომბეზრებია ჯერ. ყველა ენაზე მაქვს მოსმენილი, მაგრამ ძირითადად ფრანგულ, ორიგინალ ვერსიას ვანიჭებ უპირატესობას. ძაან ლამაზი მელოდიაა და ძალიან ბევრ რამეს მახსენებს.

Read the rest of this entry

%d bloggers like this: